Posts

საუკუნის პორტრეტები - გალაკტიონი

Image

"მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ..." - გალაკტიონ ტაბიძე

Image

კონსტანტინე გამსახურდია "წერილები"

Image

კონსტანტინე გამსახურდია

Image
Image
  პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ნაკლებად ცნობილი დეტალები პოეტი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ სიკვდილის შემდედ სასამართლო მოუწყო ია აბულაშვილი 11.02.2017  1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა და ქართველ პოეტებს "ცისფერყანწელებს" დაუმეგობრდა. განსაკუთრებით პაოლო იაშვილს. ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებიათ ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები. შემდეგ გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია და უთქვამს - არის ასეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელის კარებთან მიგაქვს, მიადებ და რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარზე იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩებაო. სერგეი ესენინს მიუდვია ქვა კარებზე დაუწყია თვლა, ერთამდეც ვერ მოასწრო, რომ ქვა ძირს ჩამოგორდა. გაოცებულს უთქვამს - ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცოხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმა მიადო და 13-მდე მოსაწრო დათვლა, მერე კი უთქვამს, რაღაც სისიულელეა, მომავალ წელს რომ ამოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე...

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

Image

ვინ მოკლა ილია... (ნაწილი მეორე)

Image

ვინ მოკლა ილია... (ნაწილი პირველი)

Image

#ახალიდღე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე - გიორგი კეკელიძის რუბრიკაში

Image

დროის ჩანაწერები - ნიკოლოზ ბარათაშვილი

Image

ნანი ბარნაბიშვილი-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიში

Image
ნებისმიერი ტიპის მომზადება სრულიად უსარგებლოა, როგორც მასწავლებელთათვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, თუ არ მოხდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ამიტომ, ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო გაკვეთილებზე და ამავე დროს გავუზიარო ჩემს კოლეგებს. სწორედ ამიტომ,   როგორც წამყვანმა პედაგოგმა და შეფასების ჯგუფის   თავმჯდომარემ   დავგეგმე სამუშაო შეხვედრები. კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება შეხვედრების მთავარი მიზანი: პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის სამუშაო შეხვედრის გეგმა N შეხვედრის თემა შეხვედრის მიზანი აქტუალურობა ჩატარების თარიღი 1 როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება : როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; როგორია კვლევის შეფასების კრიტერიუმები, კვლევის ფაზები, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და როგორ გავაფორმოთ კვლევის ანგარიში სრულყ...
მასწავლებელს არ აქვს უფლება ერთ ადგილზე გაჩერდეს, პრაქტიკოსი იქნება ის, უფროსი, წამყვანი თუ მენტორი. მან მოსწავლეებს მუდმივად საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები უნდა შესთავაზოს, 21-ე საუკუნის მოსწავლე ახალ და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ჩემს მოსწავლეებს არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას და ყოველთვის ვცდილობ ყოველი გაკვეთილი განსხვავებული და ორიგინალური იყოს...
Image
,,მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან''./გოდერძი ჩოხელი-,,ცასწავალა''/ თქვენ არ გქონიათ ცაში წასვლის სურვილი? საზაფხულო სკოლაში გრძელდება საინტერესო მოთხრობების კითხვა...ბავშვებს ძალიან მოეწონათ პატარა ჩიტის მებრძოლი სული...
Image
ბავშვებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ჰელადოს'', რომელიც ძალიან მოეწონათ, გაიაზრეს მოთხრობის მთავარი სათქმელი,იმსჯელეს პერსონაჟთა ხასიათებსა და ურთიერთობებზე, პრობლემაზე და ა.შ. შემდეგ ფილმსაც უყურეს...
Image
საზაფხულო სკოლა აგრძელებს მუშაობას, ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელისა და რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, აგრეთვე საინფორმაციო ბროშურებსა და ტექსტებს, ვიგებთ საინტერესო ამბებს, ვმსჯელობთ,ვაანალიზებთ,ვკამათობთ...
,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ...
ჩემი პროექტის - ,,წიგნი თუ კომპიუტერი?"- პორტფოლიო

ტრენინგის ბოლო დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო. გავაკეთეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის დემონსტრირება და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავუზიარეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები. ყველა მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო. მადლობა ჩვენს ტრენერს,ქ-ნ ნინო მარღიშვილს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რომ ჩვენთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.

ტრენინგის მე-8 დღე

შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, საჭიროების შემთხვევაში გავუკეთებ კორექტირებას და გამოვიყენებ სსსმ მოსწავლეებისთვის. ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება გუგლის დრაივზე და ბლოგზე ჩასმა-გაზიარება.