,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლა აშენებულია 1919 წელს დიდი ქართველი გენერლის, სოფელ სასირეთის მკვიდრის გიორგი მაზნიაშვილის მიერ. 2015 წელს სკოლას ოფიციალურად მიენიჭა გიორგი მაზნიაშვილის სახელი. ამჟამად სკოლაში სწავლობს 3 სოფლის 141 მოსწავლე და მუშაობს 23 პედაგოგი. მათგან 21 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მქონე, 2 წამყვანი.
ReplyDeleteსკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, კომპიუტერების გარკვეული ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. ასევე სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზი. სკოლაში არიან სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.
პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.