ბავშვებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ჰელადოს'', რომელიც ძალიან მოეწონათ, გაიაზრეს მოთხრობის მთავარი სათქმელი,იმსჯელეს პერსონაჟთა ხასიათებსა და ურთიერთობებზე, პრობლემაზე და ა.შ. შემდეგ ფილმსაც უყურეს...
,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ...




Comments
Post a Comment