,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებს და შორდება წიგნს, შესაბამისად, უჭირს კითხვა, რაც განაპირობებს სასწავლო საგნებში დაბალ აკადემიურ მიღწევებს. აქედან გამომდინარე, საზაფხულო სკოლის მთავარ მიზნებს წარმოადგენს: ა) კითხვის უნარის განვითარება, ბ)წაკითხული ტექსტის გაგება/გააზრების უნარის განვითარება,გ) მსჯელობის უნარის განვითარება დ)ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა, ე)აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება. ამ მიზნების განსახორციელებლად საჭიროა მოსწავლეებმა იკითხონ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სახის ლიტერატურა, გამოიყენონ კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიები, იმსჯელონ წაკითხულის ირგვლივ, გამართონ დისკუსიები, გამოკვეთონ ტექსტში წამოჭრილი პრობლემები, მოამზადონ ილუსტრაციები, კროსვორდები, მკითხველის თეატრი, გაითამაშონ როლები და სხვ. შესაძლოა პროგრამის განხორციელებისას წამოიჭრას პრობლემები, კერძოდ, სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების მოსწავლეებს არ დააინტერესდეთ ერთი და იგივე საკითხავი მასალა, მათთვის ნაკლებად საინტერესო იყოს ან რთული, ასევე შეიძლება სკოლაში გამოცხადების განრიგი ვერ შეათანხმონ ერთმანეთთან(სპორტულ ან სხვა წრეებში სიარულის გამო). ეს პრობლემები რომ თავიდან იქნას აცილებული, მასწავლებელი გაითვალისწინებს მოსწავლეების სურვილებს და გაანაწილებს მათ შესაბამის ჯგუფებში. პროგრამის განხორციელების პერიოდში გამოყენებული იქნება სხვადასხვა რესურსები: საინფორმაციო (NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო), მხატვრული წიგნები (ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილისა და გოდერძი ჩოხელის მოთხრობები), ბროშურები, კომპიუტერი (ხმის ჩამწერი მიკროფონით, რომელშიც ჩაიწერება ბავშვის წაკითხული და შემდეგ თავად გააანალიზებს , თუ როგორ წაიკითხა, რა ხარვეზი ჰქონდა კითხვისას, როგორი ტონით კითხულობდა, იცავდა თუ არა პუნქტუაციის წესება და ა.შ.), ქვიშის საათი (სწრაფი კითხვის გასავითარებლად), რვეული, კალამი...

Comments

Popular posts from this blog