ნებისმიერი ტიპის მომზადება სრულიად უსარგებლოა, როგორც მასწავლებელთათვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც, თუ არ მოხდა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ამიტომ, ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო გაკვეთილებზე და ამავე დროს გავუზიარო ჩემს კოლეგებს. სწორედ ამიტომ,  როგორც წამყვანმა პედაგოგმა და შეფასების ჯგუფის  თავმჯდომარემ  დავგეგმე სამუშაო შეხვედრები.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
შეხვედრების მთავარი მიზანი: პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის

სამუშაო შეხვედრის გეგმა
N
შეხვედრის თემა
შეხვედრის მიზანი
აქტუალურობა
ჩატარების თარიღი
1
როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება: როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; როგორია კვლევის შეფასების კრიტერიუმები, კვლევის ფაზები, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და როგორ გავაფორმოთ კვლევის ანგარიში სრულყოფილად.
სკოლაში პედაგოგთა უმრავლესობა უფროსია,  მათ სურვილი აქვთ აიმაღლონ სტატუსი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში წინსვლისთვის დამატებით აქტივობებთან ერთად აუცილებელია განახორციელონ  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილები. გამოიკვეთა, რომ პედაგოგთა ნაწილს უჭირს კვლევაზე მუშაობა, ასევე სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა. საჭიროებენ გამოცდილი პედაგოგის დახმარებას.
22.03.2019წ.
2
კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება: სამოდელო გაკვეთილების ტიპების განხილვა, როგორ დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილები და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოხდეს მათი შეფასება და კრედიტ ქულების მინიჭება.
29.03.2019წ.
3
შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეთა ავტონომიურობის ხელშეწყობა
მასწავლებელთა ნაწილს გარკვეულწილად უჭირს მოსწავლეთა შეფასება. ზოგიერთი მათგანი იშვიათად იყენებს შეფასების კრიტერიუმებს გაკვეთილზე, ზოგი ვერ აძლევს მოსწავლეს ეფექტურ განმავითარებელ შეფასებას. არ რთავენ მოსწავლეებს კრიტერიუმის შექმნის პროცესში. ასევე ნაკლებად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ რესურსებს გაკვეთილებზე, შემოიფარგლებიან მხოლოდ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებით. ვერ ქმნიან ელექტრონულ რესურსებს, ნაკლებად იყენებენ ავტონომიურობის ხელშემწყობ აქტივობებს.
05.04.2019წ.


სამივე შეხვედრა იყო შედეგიანი და ნაყოფიერი, ამომწურავად იქნა განხილული ყველა საკითხი, რაც ჩემს კოლეგებს აინტერესებდათ.








Comments

Popular posts from this blog