პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ნაკლებად ცნობილი დეტალები პოეტი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ სიკვდილის შემდედ სასამართლო მოუწყო ია აბულაშვილი 11.02.2017 1924 წელს თბილისს ეწვია ცნობილი რუსი პოეტი სერგეი ესენინი. თბილისში კოჯრის ქუჩაზე გაჩერებულა და ქართველ პოეტებს "ცისფერყანწელებს" დაუმეგობრდა. განსაკუთრებით პაოლო იაშვილს. ერთხელ პაოლოს ესენინი მთაწმინდის პანთეონში აუყვანია, დაუთვალიერებიათ ალექსანდრე გრიბოედოვის და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა საფლავები. შემდეგ გარეჯელის წყაროსთან მიუყვანია და უთქვამს - არის ასეთი ტრადიცია, ამ წყაროდან იღებ ქვას, მერე ეკლესიის შესასვლელის კარებთან მიგაქვს, მიადებ და რამდენი ხანიც ქვა გაჩერდება ეკლესიის კარზე იმდენი წელი სიცოცხლე დაგრჩებაო. სერგეი ესენინს მიუდვია ქვა კარებზე დაუწყია თვლა, ერთამდეც ვერ მოასწრო, რომ ქვა ძირს ჩამოგორდა. გაოცებულს უთქვამს - ნუთუ მხოლოდ ერთი წელი სიცოცოხლე დამრჩაო. ესენინის შემდეგ ქვა პაოლო იაშვილმა მიადო და 13-მდე მოსაწრო დათვლა, მერე კი უთქვამს, რაღაც სისიულელეა, მომავალ წელს რომ ამოვალთ ნახავ ქვა 100 დათვლამდე...
Popular posts from this blog
,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ...
Comments
Post a Comment