მასწავლებელს არ აქვს უფლება ერთ ადგილზე გაჩერდეს, პრაქტიკოსი იქნება ის, უფროსი, წამყვანი თუ მენტორი. მან მოსწავლეებს მუდმივად საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები უნდა შესთავაზოს, 21-ე საუკუნის მოსწავლე ახალ და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ჩემს მოსწავლეებს არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას და ყოველთვის ვცდილობ ყოველი გაკვეთილი განსხვავებული და ორიგინალური იყოს...
Posts
- Get link
- X
- Other Apps
,,მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან''./გოდერძი ჩოხელი-,,ცასწავალა''/ თქვენ არ გქონიათ ცაში წასვლის სურვილი? საზაფხულო სკოლაში გრძელდება საინტერესო მოთხრობების კითხვა...ბავშვებს ძალიან მოეწონათ პატარა ჩიტის მებრძოლი სული...
- Get link
- X
- Other Apps
,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ...
ტრენინგის ბოლო დღე
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის ბოლო დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო. გავაკეთეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის დემონსტრირება და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავუზიარეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები. ყველა მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო. მადლობა ჩვენს ტრენერს,ქ-ნ ნინო მარღიშვილს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რომ ჩვენთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.