Posts

Showing posts from July, 2018
Image
,,მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან''./გოდერძი ჩოხელი-,,ცასწავალა''/ თქვენ არ გქონიათ ცაში წასვლის სურვილი? საზაფხულო სკოლაში გრძელდება საინტერესო მოთხრობების კითხვა...ბავშვებს ძალიან მოეწონათ პატარა ჩიტის მებრძოლი სული...
Image
ბავშვებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ჰელადოს'', რომელიც ძალიან მოეწონათ, გაიაზრეს მოთხრობის მთავარი სათქმელი,იმსჯელეს პერსონაჟთა ხასიათებსა და ურთიერთობებზე, პრობლემაზე და ა.შ. შემდეგ ფილმსაც უყურეს...
Image
საზაფხულო სკოლა აგრძელებს მუშაობას, ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელისა და რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს, აგრეთვე საინფორმაციო ბროშურებსა და ტექსტებს, ვიგებთ საინტერესო ამბებს, ვმსჯელობთ,ვაანალიზებთ,ვკამათობთ...
,,საზაფხულო სკოლის’’ პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგი ნანი ბარნაბიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა/სწავლების პროცესში. მისი დანიშნულებაა განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი); გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ქართული ენა არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. იმისათვის, რომ მოსწავლემ უპასუხოს და ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მოსწავლე კარგად ფლობდეს კითხვის უნარს. თანამედროვე ბავშვი მეტ ყურადღებას აქცევს კომპიუტერს და ზოგადად თანამ