Posts

ჩემი პროექტის - ,,წიგნი თუ კომპიუტერი?"- პორტფოლიო

ტრენინგის ბოლო დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო. გავაკეთეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის დემონსტრირება და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავუზიარეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები. ყველა მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო. მადლობა ჩვენს ტრენერს,ქ-ნ ნინო მარღიშვილს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რომ ჩვენთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.

ტრენინგის მე-8 დღე

შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, საჭიროების შემთხვევაში გავუკეთებ კორექტირებას და გამოვიყენებ სსსმ მოსწავლეებისთვის. ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება გუგლის დრაივზე და ბლოგზე ჩასმა-გაზიარება.

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე ეს დღეც არანაკლებ საინტერესო იყო. დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა და დავასრულეთ.ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლებაზე მუშაობა.
პროექტის მე-6 დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. დავასრულეთ პროექტის გეგმები, გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. აგრეთვე ვისწავლეთ გუგლის დრაივში მუშაობა.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის მეოთხე დღე პროექტის მეოთხე დღეს შევიმუშავეთ  შეფასების გეგმა, განვსაზღვრეთ შესაბამისი მეთოდები.შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე. გავეცანით ბლოგის დიზაინის შეცვლას და სხვადასხვა გაჯეტების ჩასმას ბლოგზე.