Posts

Showing posts from 2015

ტრენინგის ბოლო დღე

ტრენინგის ბოლო დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო. გავაკეთეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის დემონსტრირება და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავუზიარეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები. ყველა მონაწილის პრეზენტაცია იყო საინტერესო. მადლობა ჩვენს ტრენერს,ქ-ნ ნინო მარღიშვილს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რომ ჩვენთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა.

ტრენინგის მე-8 დღე

შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, საჭიროების შემთხვევაში გავუკეთებ კორექტირებას და გამოვიყენებ სსსმ მოსწავლეებისთვის. ასევე ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება გუგლის დრაივზე და ბლოგზე ჩასმა-გაზიარება.

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე ეს დღეც არანაკლებ საინტერესო იყო. დღეს გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. შემდეგ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა და დავასრულეთ.ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლებაზე მუშაობა.
პროექტის მე-6 დღე საკმაოდ პროდუქტიული იყო. დავასრულეთ პროექტის გეგმები, გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. აგრეთვე ვისწავლეთ გუგლის დრაივში მუშაობა.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის მეოთხე დღე პროექტის მეოთხე დღეს შევიმუშავეთ  შეფასების გეგმა, განვსაზღვრეთ შესაბამისი მეთოდები.შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე. გავეცანით ბლოგის დიზაინის შეცვლას და სხვადასხვა გაჯეტების ჩასმას ბლოგზე.

პროექტის მესამე დღე

Image
პროექტის მესამე დღეს დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა,ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.გავაკეთეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გეგმა.

ტრენინგის პირველი დღე

Image
ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით პროექტით სწავლების რამდენიმე მოდულს, რომლებიც დაგვეხმარება შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი. შევქმენით პორტფოლიო, რომელშიც თავი უნდა მოვუყაროთ ტრენინგის მასალებს, დავიწყეთ ჩვენთვის საჭირო რესურსების გადატანა. პირველი დღის მასალებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი დამატებით რესურსების მოდულში გამოყენებულ ფაილს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარებას.